ლიხაურის ციხე
galerea
aRwera
ლიხაურის ციხე, თამარის ციხე - მდებარეობს ოზურგეთის რაიონში, სოფ. ლიხაურის ცენტრიდან 2 კმ მოშორებით მაღალ მთაზე. გეგმაში ოვალურ ციხეს ორსართულიანი კარიბჭე ჩრდილოეთიდან აქვს. გალავნის ოთხივე მხარეში კოშკებია ჩართული. სამხრეთისა და დასავლეთის ოთხკუთხა, ხოლო ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისა მრგვალი. კოშკებს ახლავს სათოფურები, ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია წყლის რეზერვუარი და ჭა. ციხე ვიზუალური დაკვირვებით გვიანდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება.
1774 წელს ლიხაურის ციხე ასკანის ციხესა და ბუკისციხესთან ერთად თურქებმა აიღეს. იმავე წელს მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მა უკან დაიბრუნეს. თედო სახოკიას ცნობით, რომელიც 1896 წელს იმყოფებოდა ლიხაურში, ციხეში რუსული სამხედრო ნაწილი იყო განლაგებული.
ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა
ფოტოები - ლელა მარგიანის