ქაშუეთი
galerea
aRwera
ამჟამინდელი ქაშუეთის ეკლესია როგორც ცნობილია აგებულია XX საუკუნის დასაწყიში. ხოლო თავდაპრველად არსებობდა წმიდა მამის დავით გარეჯელის მიერ (VI) აგებული პატარა სამლოცველო. როგორც ცნობილია ამ პერიოდიდან ქაშუეთთან არსებობდა სასწავლო დაწესებულებაც. მეორედ ტაძარი 1753 წელს გივი ამილახვარს აუშენებია, ძველი ტაძარი იმდენად დაზიანებული ყოფილა, რომ მშენებლები იძულებულნი გამხდარან ახალი ტაძრი აეშენებინათ. (იხილეთ წარწერა ქვემო ტაძრის კარიბჭის მარცხენა კედელში). ტაძარი მთლიანად აგურით ყოფილა აშენებული და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ გივი ამილახვარს დიდი წვლილი მიუძღვის მის აგებაში, ასევე ტაძრის აგებაში წვლილი შეუტანია იასე ბარათაშვილსაც.
დღევანდელი ნაგებობის მშენებლობა 1904 წლის 12 ნოემბერს დაიწყო. აღმაშენებლები: ხუროთმოძღვრები: ლ-პ. ბილიფელდი, ე.ლ. ანდრეოლეტი, ძმები აღლაძეები. შემომწირველნი: ანა ამილახვარი, ნინო და ნიკოლოზ თუმანიშვილები, მართა თურქია, ანტონ და ნიკოლოზ არჯევანიძეები, ბარბარე ლორთქიფანიძე, დავით სარაჯიშვილი.
თანამედროვე ტაძარი წარმოადგენს სამთავისის ეკლესიის გეგმით აგებულ ჯვარ-გუმბათოვან, სამნავიან ტაძარს. მისი არქიტექტურული თავისებურებაა კანკელის არატრადიციული მდებარეობა. კანკელი გამართულია არა წინა სვეტებს შუა, არამედ მათ უკან, რათა მეტი ადგილი დაეთმოს მლოცველებს, ვიდრე მღვდელმსახურთ. მშენებლობაში გამოყენებულია ალგეთის ქვა, ძეგამის თეთრი ქვა, იტალიური მარმარილო. ჩუქურთმებით ზომიერადაა შემკული - არც ისე ღარიბად, როგორც სიონი და არც ისე ჭარბად, როგორც ნიკორწმინდა. ჩუქურთმები გადმოღებულია საქართველოს სხვადასხვა ეკლესიიდან და საკვირველი ჰარმონიულობით არის ურთიერთშეთამხმებული. ტაძარი წარმოადგენს სიმარტივისა და სიმსუბუქის, თვალტანადობისა და სილამაზის იშვიათ სინთეზს.
ჩვენამდე მოღწეული ცნობით, ტაძრის პირველი მოძღვარი იყო დეკანოზი პეტრე მაკარიძე. დღეს ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ბიძინა გუნია.
ტაძარი მოხატულია ცნობილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის მიერ. ხატებიდან აღსანიშნავია: ღვთისმშობლის ხატი - ბეთანიისა, წმინდა გიორგი „წვერისი“, შედარებით ძველი ხატებია გრინევსკის „თამარ მეფე“, „დავით აღმაშენებელი“. კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის ცნობით, ქაშვეთში დაცული იყო ორი ჯვარი ცხოველმყოფელი ხით, წმინდა ევსტათის მარჯვენა ხელის ოთხი თითი, დავით გარეჯიდან ჩამოსვენებული წმინდა მოწამეთა ნაწილები, იოანე ნათლისმცემლის სისხლი, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმ. გიორგის, ქრისტეს ცრემლისა და ოფლის ქაღალდი, პავლე მოციქულის საფლავის მიწა და სხვა წმინდა ნაწილები.
ტაძარში, ორშაბათის გარდა, ტაძარში ყოველდღიურად აღევლინება წირვა-ლოცვა. ყოველ ოთხშაბათს სრულდება წმ. გიორგის პარაკლისი.