სამების ეკლესია
galerea
aRwera
ტაძარი მდებარეობს მანჯგალაძის ქუჩაზე 6 ნომერში(საჯარო ბიბლიოთეკის უკან). ტაძრის მშენებლობა 1790 წელს დასრულდა. მისი აგება პეტრე „ყარაულას“ - პეტრე აღნიაშვილს მიეწერება. 1836 წელს მის შვილს, მღვდელ შიო აღნიაშვილს სამლოცველოსათვის სვეტებიანი კარიბჭე და სამრეკლო მიუშენებია. XIX საუკუნის 60-იან წლებში კი შემოწირულობითა და საკუთარი სახსრებით დეკანოზმა პეტრე არდაზიანმა ტაძარი არქიტექტურულად განაახლა და ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის სახე მისცა. 1988 წელს სამრეკლოს გუმბათი ქართული ხურმოთმოძღვრული ტრადიციების მიხედვით გადააკეთეს.
ამ ტაძარში 1863 წლის 10 აპრილს ჯვარი დაიწერეს ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა.
ტაძრის მოხატულობა და ფრესკები მეტნაკლებად იმეორებენ სიონის ტაძრის ყოფილ მხატვრობას.