ნარიყალა
galerea
aRwera
თბილისის უძველეს ციხე, რომლის ნანგრევები დღეს სოლოლაკის ქედზეა შემორჩენილი, უწოდებდნენ "დედაციხეს", "ნარიყალას", "შურის ციხეს" და "კალას". წერილობითი წყაროების მიხედვით იგი ჩვ. წ. IV საუკუნიდან არსესებობს, მაგრამ არის ვარაუდი იმის შესახებ, რომ ეს ადგილი დასახლებული ყოფილა ძვ. წ. XII- XII სს
საუკუნეთა მანძილზე თბილისი და მისი დედაციხე მრავალჯერ დაანგრია მტერმა. ასევე ბევრჯერ აღდგა იგი დაცხადია, დანგრეულ ძველ ნაგებობათა ადგილას იგებოდა ახალი, რის შედეგადაც ზოგჯერ მთლიანად ისპობოდა ძველი შენობის კვალი. თბილისის დედაციხის ტერიტორიაზე ადრეფეოდალური ნაგებობებიდან მხოლოდ ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდგარი კოშკებია შემორჩენილი, რომელიც თლილი კვადარატული ქვებით არის ნაგები და ვახტანგ გორგასლის ეპოქით თარიღდება.
ნარიყალის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების აღმოჩნდა გუმბათიანი ტაძრის ნაშთი. ეს ტაძარი თავისი გეგმით თითქმის სრული ანალოგი ყოფილა მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდგომი მეტეხის ტაძრისა. ვახუშტი ბაგრატიონი თბილისის დედაციხეში მდგომ ეკლესიას წმ. ნიკოლოზის სახელობისად მიიჩნევს. წმ. ნიკოლოზის ტაძარი თითქმის მთლიანად იყო დანგრეული და მიწით დაფარული. თხრის შედეგად აღმოჩნდა, რომ ტაძარი ნაგები იყო ქვისა და აგურის წყობით, კირის ხსნარზე. კედლები შემოსილი ჰქონია თლილი ქვის პერანგით, რომლის დიდი ნაწილი სხვადასხვა სახის ორნამენტებით იყო შემკული. ვახუშტის გეგმაში ტაძარი ჯვრის ტიპის გუმბათიან ნაგებობას წარმოადგენს. ტაძრის შიდა კედლები ჩანს, ფრესკებითი იყო მოხატული. 90-იან წლებში წმ. ნიკოლოზის ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია. ამჟამად ეკლესია თავიდან ბოლომდე აღდგენილია.
თბილისის დედაქალაქად გადაქცევის შემდეგ ნარიყალის ციხე არაერთი თავდასხმისა და შემოსევის საგნად იქცა. V - საუკუნეში ნარიყალა და თბილის დაუნგრევიათ სპარსელებს. ნარიყალას ციხეს ვერაფერი დააკლო ბიზანტიელმა იმპერატორმა ჰერაკლემ, 627 რომელმაც თავისი ლაშქრის დიდი ნაწილი შესწირა ციხის აღებას, მაგრამ ვერაფერი დააკლო. რის შემდეგადაც ჰერაკლემ ციხის აღება დაავალა ადარნასე ერისმთავარს, რომელმაც ციხის თავი მოტყუებით შეიპყრო.
არაბთა საქართველოში ბატონობისას, VII საუკუნეში, ნარიყალა არაბთა მფლობელობაში იყო. შემდგომში ციხე გამოიხსნა დავით აღმაშენებელმა 1122 წელს.
ნარიყალა მონღოლების დროსაც იქნა დარბეული. სწორედ მონღოლებმა შეარქვეს "ნარინ ქალა", ანუ პატარა ციხე.
1386 წელს თემურ-ლენგმაც მიწასთან გაასწორა ციხე.
XVII საუკუნეში სპარესელების ბატონობის დროს საქართველოში თბილისის დედაციხეც მათ ხელში იყო. ამავე საუკუნეში ციხე შეუკეთებია როსტომ-ხანს, რომელსაც ასევე სპასრული გარნიზონებით გაუძლიერებია ციხე.
1747 წელს მეფე ერეკლე II-მ ნარიყალა გაანთავისუფლა საპარსელებისგან, მაგრად ეს თავისუფლება დაამთავრდა 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს.
1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.