ჯვრის მამა
galerea
aRwera
წმიდა ჯვრის სახელობის ეკლესია, რომელიც ჯვარის მამის სახელითაა ცნობილი, ქვემო კალაში კ. აფხაზისა და იერუსალიმის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს. ჯვრის მამა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარს ნიშნავს. ეკლესიისთვის ამ სახელის შერქმევა იმით აიხსნება, რომ იგი იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნოდა და გოლგოთის უფლის საფლავის ტაძარს მიედარებოდა და იერუსალიმის ქართული მონასტრებს მეტოქეობდა საუკუნეების მანძილზე.
გადმოცემის თანახმად ამ ადგილას პირველი ეკლესიის აგება ვახტანგ გორგასლის სახელთანაა დაკაშირებული. ჩვენამდე მოღწეული ძეგლი კი XVI საუკუნეშია აგებული. ეკლესიას არ გააჩნია სამშენებლო წარწერები არც რომელიმე წერილობით წყაროშია ნათქვამი რაიმე მისი აგების შესახებ, თუმცა დაახლოებით პერიოდის დადგენა შესაძლებელია არქიტექტორული მოყვანილობიდან გამომდინარე. 1825 წელს ნაგებობა შეკეთდა წინამძღვარ ბენედიქტეს (შემდგომში ბეთლემის ეპისკოპოსი პალესტინაში) სურვილით და დასავლეთით მინაშენიც დაემატა, რომელიც 1920 წლებში მოანგრიეს. საბჭოთა პერიოდში ტაძარში წიგნთსაცავი იყო მოწყობილი. 1983 წელს ჯვარისმამის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია განხორციელდა: აიღეს ეკლესიის გარშემო არსებული საცხოვრებელი სახლები და დუქნები. ამავე პერიოდში ნაგებობიდან გაიტანეს წიგნთსაცავიც. 1989 წლიდან მოყოლებული ტაძარი კვლავ მოქმედია. 1999-2000 წლებში ძველ საფუძველზე დაყრდნობით აღადგინეს წინამძღვარ ბენედიქტეს მიერ აგებული მინაშენი დასავლეთის მხარეს.
ტაძარი ამჟამად მოქმედია, ლიტურგია აღევლინება ყოველ შაბათს და კვირას, ასევე სადღესასწაულო დღეებში. ოთხშაბათობით ტარდება უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის პარაკლისი, ყოველ ხუთშაბათს მონაცვლეობით აღევლინება პარაკლისი წმიდანთა სახელზე.