აბანოთუბანი
galerea
aRwera
თბილისის გაშენება, როგორც მოგეხსენებათ თბილ წყლებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამ წყლებზეა გაშენებული აბანოები და ამ უბანს აბანოთუბანს უწოდებენ. აქ მდებარეობდა "აბანოს კარი" (ახლანდელი ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან). აბანოს კარიდან მიემართებოდა გზა სპარსეთისკენ.
რაც შეეხება თბილისურ აბანოებს, მათ შესახებ ინფორმაცია მოგვეპოვება XVII-XVIII საუკუნებიდან. საიდანაც ირკვევა, რომ თბილისური აბანოების დიდი ნაწილი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და ეს თუ ის აბანო თბილისში თავისი პატრონის სახელითაც იყო ცნობილი. ასე მაგალითად: მელიქ ენალას, დაუთხანის, ყიასა ვეზირის და სხვა. აბანოები წარმოადგენდა მათი მეპატრონეების ძირითად შემოსავალს.
აბანოების ნაწილში მხოლოდ ქართველობა დადიოდა. იყო აბანოები სადაც მხოლოდ მუსლმანები დადიოდნენ ან ორივენი ერთად. აბანოებში დაწესებული იყო კვირის დღეები - ქალებისთვის და კაცებისთვის.
თბილისელებს ადრევე ჰქონდათ შენიშნული გოგირდოვანი აბანოების სამკურნალო თვისებები. ჟან შარდენის ცნობით, ამ აბანოებში მკურნალობდა კახეთის მეფე იმამ-ყული-ხანი. ასევე სხვადასხვა ცნობებით აბანოებში მკურნალობდა გიორგი XII. 1795 წელს გოგირდის აბანოებში განიკურნა აღა-მაჰმად-ხანიც, რის შემდეგადაც ეს აბანოები მან ნაცარტუტად აქცია.
გარდა ჰიგიენური და სამკურნალო დანიშნულებისა აბანოები წარმოადგენდა ხალხის თავშეყრის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის ადგილს წარმოადგენდა. არსებობდა ასეთი ტრადიციაც, რომ სადედამთილოები თავის სარძლოებს სწორედ აბანოებში არჩევდნენ.