თელავი


galerea



aRwera

  თელავის ქალაქად ჩამოყალიბება დაკავშირებულია VIII-X საუკუნეებთან. ამ ხანებში კახეთ-ჰერეთი ძლიერი პოლიტიკური ერთეულია, ეს აისახება ქალაქ თელავზეც. ამ პერიოდში იგი საკმაოდ ძლიერი ქალაქი ყოფილა.
         XI საუკუნეში, როდესაც დავით აღმაშენებელმა კახეთ-ჰერეთის სამეფო გააუქმა, თელავმაც დაკარგა თავის მნიშვნელობა და მცირე ქალაქის სახით განაგრძო არსებობა.
         გვიანფეოდალურ ხანაში, საქართველო სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცების შედეგად კახეთის მთვარი ქალაქი ხდება გრემი, რომელიც XVII საუკუნის შაჰ-აბასის ძლიერი დარტყმის შედეგად თითქმის სულ განადგურდა და წელში ვეღარ გაიმართა.
         XVII საუკუნის სამოციან წლებში თელავი კვლავ ხდება კახეთის მეფეთა რეზიდენცია. არჩილ მეფე აგებს სამეფო სასახლეს.
         ფეოდალური პერიოდის თელავის დიდი კომპლექსებიდან ჩვენამდე მოღწეულია: „ბატონის ციხე“, „ვახვახიშვილების ციხე“, „ყორჩიბაშვილების ციხე“ და „ძველი გალავანი“. მათ შორის ყველაზე კარგად არის შემონახული „ ბატონის ციხე“. 

„ბატონის ციხე“


         „ბატონის ციხე“, კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო და ამიტომაც ჰქვია ეს სახელი. ამჟამად იგი შედგება: გალავნისგან, სასახლისგან აბანოსა და ეკლესიისგან. ციხის კედლები სამ ჰექტრამდე ფართობს მოიცავს, რომელთაგან მთავარია აღმოსავლეთის მონაკვეთი, სადაც დგას სამეფო სასახლე და ეკლესია.
         ციხის გალავანი XVIII საუკუნის შუა ხანების ძეგლია. მემატიანე პაპუნა ორბელიანის თქმით: ერეკლე მეფემ 1753 წელს დაამთავრა თელავის გალავანი. ციხის გალავანს მთავარი დიდი კარის გარდა სხვა სათადარიგო შემოსასვლელებიც ჰქონია: ორი მათგანი ჩრდილოეთით და ერთი - სამხრეთით. 
ციტადელის შიგნით მდგარ ნაგებობათგან აღსანიშნავია სამეფო სასახლე. იგი აგებულია XVII საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს, არჩილ მეფის მიერ. მას მცირე გადაკეთება განუცდია აგრეთვე მეფე ერეკლეს დროსაც. XIX დასაწყისში იგი რუსეთის სამხედრო პირთა ხელში გადავიდა და საკმაოდ დაზიანდა. 1865 წელს ამ შენობაში წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი გაიხსნა, სასახლე სამსართულიან შენობად გადააკეთეს. ადრეული ფენიდან შედარებით უკეთ არის მოღწეული ვრცელი დარბაზი და ნაწილობრივ კუთხის ოთახები. ახლა იგი რესტავრირებულია და ფუნქციონირებს მუზეუმი.
სასახლის სამხრეთით მდგარა საკმაოდ მოზრდილი აბანო. მისგან ახლა მხოლოდ შემორჩენილია საბანაო ოთახი და საქვაბე. აბანოს კედლები მოხატული ყოფილა.
         ციტადელის ეზოშივე დგას ორი ეკლესია. ერთი მათგანი მცირეა, ხოლო მეორე მოზრდილი მეფე ერეკლეს კარის ეკლესიას წარმოადგენდა. იგი აგებულია 1758 წელს. ეკლესია ორიგინალურადაა გადაწყვეტილი - იგი არამარტო საკულტო, არამედ თავდაცვითი ნაგებობაცაა. მას, XVIII საუკუნის სხვა ეკლესიების მსგავსად, სახურავის ქვეშ მოწყობილი აქვს სათოფურები. 
         ციტადელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ათიოდე მეტრის მოშორებით დგას დიდი ბურჯი, რომლის დიამეტრი 14 მეტრია. ასეთი მასიური ბურჯი საქართველოში არსადაა. იგი სპეციალურად საარტილერიო პუნქტად ყოფილა აგებული, ბურჯზე XIX საუკუნის ორმოციან წლებამდე იდგა 7,5 მ სიგრძის ზარბაზანი.

 

„ვახვახიშვილების ციხე“


         „ბატონის ციხის“ აღმოსავლეთით ხევგაღმა, მდებარეობს ციხის ნანგრევები, რომელსაც ძველ მეპატრონეთა ვახვახიშვილების სახელით იხსენიებენ. ციხე აგებულია ბაზიერთუხუცესი ზაალ და ვახუშტი ვახვახიშვილების მიერ 1743 წელს. ციხეს ჰქონია ექვსი კოშკი, რომლებიც მას შემდეგ რაც ციხემ თავის ფუნქცია დაკარგა კოშკებიც ისე გადაკეთდა, რომ დღეს მისი თავდაპირველი სახის აღდგენა შეუძლებელია.

„ყორჩიბაშვილების ციხე“


         „ყორჩიბაშვილების ციხე“ მდებარეობს აღნიშნული კოპლექსების დასავლეთით. სამწუხაროდ ეს ციხე სხვებზე მეტადაა დაზიანებული. ამავე დროს დღესდღეობით ციხის ტერიტორია მჭიდროდ დასახლებულია ამიტომ აღარ ხერხდება მისი საბოოლო სახის აღგენა. ციხის შიგნით თორმეტამდე სხვადასხვა ნაგებობა მდგარა. იგი საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ყოფილა რაზც მეტყველებს მის შიგნით მდგარი საკმაოდ მოზრდილი ეკლესია.