ჭელიშის მონასტერი


galerea



aRwera

            ჭელიშის უდაბნოს ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ნიკორწმინდას მახლობლად, დასავლეთით 5 კილომეტრში, მდინარე შარეულას ხეობაში.  

            ჭელიშის უდაბნოს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია რაჭის დიდი კულტურის ცენტრია, რასაც ადასტურებს ის ხელნაწერი წიგნები რომლებმაც მოაღწიეს ჩვენამდე. ერთი ასეთი წიგნია ეტრატზე ნაწერი მე-11 საუკუნის ოთხთავი მოგვიანებით გადატანილი ხონჭიოს ტაძარში. ამ ოთხთავის მინაწერი და მასში დაცული ანდერძი გვეუბნება რომ ოთხთავი ჭელიშის კუთვნილებაა; იგივე ანდერძი იხსენიებს მრავალ ძვირფას ჭედილ და მინანქრიან ნივთებს რომლებიც დანიელ ხანბაშურის გაზრდილს ნიკოლოზს გაუკეთებია ჭელიშისთვის. თუ მე-11 საუკუნეში აქ იწერება, იჭედება და იმკობა ასეთი შესანიშნავი ძეგლები, ცხადია რომ მისი კულტურის დასაწყისი ადრინდელ დროს მიეკუთვნება. უძველესი ხანის არის მონასტრის გამოქვაბულები და „სადაყუდებულო“ განდგომილთათვის მაღალ კლდეში.

             ნიკორწმინდის ტაძარზე არსებული წარწერით თუ ვიმსჯელებთ ჭელიშის ეხლანდელი ეკლესია ნიკორწმინდელ მღვდელმთავარის მელქისედეკ საყვარელიძის აშენებულია.  მღვდელთმთავარი ჭელიშს აშენებს და წარწერას კი ნიკორწმინდაზე აკეთებს, იმიტომ რომ ნიკორწმინდა სამღვდელმთავრო ტაძარია, იმ დროისათვის მისი კათედრაა და მელქიზედეკიც თავის ნამოქმედარს აღნიშნავს თავის კათედრასთან.

            ჭელიშის მონასტერის წინამძღვრად 1902 წლის 7 მარტს დაინიშნა, საქართველოს მომავალი კათოლიკოს პარტიარქი, ამბროსი ხელაია. მისი მიერ ამავე წელს მონასტრის ეზოში აღმოჩენილ იქნა რამოდენიმე ხელნაწერი მათ შორის „მოქცევაი ქართლისაის“ უძველესი  რედაქცია რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება.

            ჭელიშის ტაძრიდან წამოღებული კულტურის უამრავი ძეგლი ინახება საქართველოს  სხვადასხვა მუზეუმებში.

 

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ

ფოტოები - ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის