უძო


galerea



aRwera

უძოს მონასტერი მდებარეობს კოჯორში, უძოს მთაზე, ზღვის დონიდან 1420 მ-ზე საიდანაც ულამაზესი სანახაობა იშლება. იგი არქიტექტორულად დარბაზული ტიპისაა და შუა საუკუნეებს განეკუთვნება. თუმცა იგი პირვანდელი სახით არ არის შემორჩენილი. მის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: “უძო ეკლესია წმინდა გიორგისა, მაღალსა გორასა ზედა მჭვრეტელი კოჯრისა და ტფილისისა.’’ \ არსებობს ლეგენდა, რომ ეს ეკლესია უშვილო (უძეო) კაცს აუშენებია და შევედრებია უფალს შვილი მომეციო. მისი სათხოვარი შესრულებულა. მას მერე აქ სალოცავად მოდიოდნენ უშვილო ქალები.

უძოობის დღეობა ყოველ წელს, აღდგომის მომდევნო სამშაბათს იმართება. ამჟამად აქ არის მამათა მონასტერი.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის