ოპიზა
galerea
aRwera
ოპიზის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, სოფელ ბაღჯილარში. ოპიზა, გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში კლარჯეთში დაარსებულ ათორმეტ უდაბნოთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
ოპიზის მონასტერი V საუკუნის II ნახევარში დააარსა ვახტანგ გორგასლის ერისთავმა არტავაზმა. VIII საუკუნეში კლარჯეთში სამოღვაწეოდ ჩასული გრიგოლ ხანძთელი პირველად სწორედ ოპიზაში დამკვიდრდა. გადმოცემით, ოპიზაში იოანე ნათლისმცემელის ხორხი იყო დაკრძალული. იოანე ნათლისმცემლის მთავარი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ნაგებობა იყო. IX საუკუნეში ეკლესია განაახლა და სატრაპეზო ააშენა აშოტ კურაპალატმა. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით იდგა სამრეკლო, რომლის ქვედა სართულიღაა შემორჩენილი. გალავანშემოვლებული კომპლექსი XX საუკუნემდე კარგად იყო შემონახული. ნაგებობებზე დაფიქსირებული იყო მოხატულობა, წარწერები და ქვაზე კვეთილი გამოსახულებები. 1965 წელს სოფელში გზის გაყვანისას ეკლესია ააფეთქეს, რის შემდეგ კომპლექსი თითქმის მთლიანად განადგურდა.
ოპიზა მნიშვნელოვანი სასულიერო და მწიგნობრობის კერა იყო. XII საუკუნეში ოპიზაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოქრომჭედლები ბექა და ბეშქენ ოპიზრები. სავარაუდოდ აქვე მოღვაწეობდა დიდი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი (XI-XII სს.).
ინფორმაცია მოამზადა ლევან წიქარიშვილმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის
ოპიზის ისტორიული ფოტო - პავლინოვი 1888 წელი