დოლისყანა


galerea



aRwera

          დოლისყანის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ ნიგალში, სოფელ ჰამამლიში. 
დოლისყანა გრიგოლ ხანძთელის ეპოქაშია აგებული, საქართველოს სინად წოდებულ კლარჯეთის თორმეტ უდებნოთა შორის ერთ-ერთია. მონასტერი აშენებულია X საუკუნეში. მისი აგება უკავშირდება მეფეების _ ბაგრატ ადარნასეს ძისა და სუმბატ I-ის სახელებს. 
   კომპლექსიდან შემორჩენილია მხოლოდ მთავარანგელოზთა ტაძარი მინაშენებით. ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვანია (15,8X11,3 მ.). ეკლესია მოპირკეთებულია სხვადასხვა ფერის ქვებით. შენობის გარე შემკულობიდან განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთის მკლავის სარკმელი მთავარანგელოზთა გამოსახულებით. სარკმლის თავსართზე საქტიტორო წარწერაა. გუმბათის ყელის სამხრეთ-აღმოსავლეთ წახნაგში ჩადგმულია ფილა სუმბატ მეფის რელიეფური გამოსახულებით და წარწერით. დოლისყანის ტაძრის XI-XIII საუკუნეების მოხატულობა, თითქმის მთლიანად  განადგურებულია.
       XIX საუკუნიდან ტაძრის შენობაში მეჩეთი იყო გამართული, რამაც ნაგებობა დღემდე შედარებით კარგ მდგომარეობაში შემოინახა. 1999 წლიდან მეჩეთი სხვა შენობაში გადაიტანეს. 

 

ინფორმაცია მოამზადა ლევან წიქარიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის