ბანა


galerea



aRwera

    ბანას ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, სოფელ პენეკის ახლოს. იგი შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც ქართველ მეფეთა სამყოფს წარმოადგენდა.
       მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ ნაგებობა აშენებულია VII საუკუნეში, იშხნელი ნერსეს კათალიკოსის თაოსნობით, ხოლო სხვა ვერსიით, ტაძარი აგებულია IX საუკუნეში, ადარნასე II-ს მეფობის დროს, კვირიკე  ბანელის მიერ. 
      ძელი ჭეშმარიტის სახელზე ნაკურთხი ბანას ტაძარი იყო წრეში ჩახაზული ტეტრაკონქი (ოთხაფსიდიანი ნაგებობა), კუთხეებში ოთხი მასიური ბურჯით. ტეტრაკონქს შემოუყვებოდა გარშემოსავლელი, 28 წახნაგიანი ნახევრად ღია 38 მეტრი დიამეტრის მქონე  გალერეა. ტაძარი სამსართულიანი იყო. მისი სიმაღლე 32 მეტრს აღწევდა. 
      XIX საუკუნის 50-იან წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, თურქებმა ბანას ტაძარი საბრძოლო ციხედ გადააკეთეს. საომარი მოქმედებების შედეგად ტაძარი თითქმის მთლიანად დაინგრა.               
         ბანასთან დაკავშირებულია ისტორიული მოვლენები: აქ ჯვარი დაიწერა ბაგრატ IV-მ,  აქვე 1445 წელს დაკრძალულია მეფე  ვახტანგ  IV. ბანას სასულიერო მოღვაწეთაგან ცნობილია ზაქარია ბანელი (XI ს.). აქ გადაწერილი ხელნაწერების მცირე ნაწილია შემორჩენილი, მათგან ცნობილია საბაწმინდის ტიპიკონი  (1511 წ.). 
           ტაძრისგან შემორჩენილია მხოლოდ პირველი და მეორე სართულის მცირე ფრაგმენტები და საკურთხევლის ნაწილი. მიუხედავად ამისა, ტაძარი დღესაც ძლიერ შთაბეჭდილებას ახდებს მნახველზე.

 

ინფორმაცია მოამზადა ლევან წიქარიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის