არტანუჯი


galerea



aRwera

         არტანუჯი მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში. იგი აშენდა V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის ბრძანებით. IX საუკუნეში არაბებისგან დევნილმა აშოტ I კურაპალატმა არტანუჯის ციხე-ქალაქი აღადგინა და სატახტო ქალაქად აქცია. არტანუჯის ციხის ეკლესიაშია დაკრძალული (826 წ.) აშოტ კურაპალატი.
     IX საუკუნის ბოლოდან არტანუჯს აშოტ I-ის შთამომავლები ფლობდნენ. 1010 წელს არტანუჯის ციხე-ქალაქს დაეპატრონა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III. XIII საუკუნიდან არტანუჯი ათაბაგთა საკუთრებაში იყო, XVI საუკუნიდან კი ოსმალური თურქეთის მფლობელობაშია. 
        ქალაქი ახალ და ძველ უბნებად იყოფა. ისტორიულ ქალაქს, რომელიც არტანუჯის ციხესთან მდებარეობს ზღუდე ერტყა. ქალაქის ძველ უბანში XIX საუკუნის ნაგებობებიდან შემორჩენილია ორსართულიანი ქვის სახლები. ციხე მდებარეობს ძველ ქალაქზე აღმართული ვერტიკალური კლდის  თხემზე (220X55 მ). შესასვლელი ციტადელს ჩრდილოეთიდან აქვს მიშენებული. ციხის თავდაცვით სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ბუნებრივი გამოქვაბულები. ციხის შიგნით რამდენიმე შენობის უმნიშვნელო ნაშთები შემორჩა, მათ შორის პეტრე-პავლეს ეკლესიის აღმოსავლეთი კედლები მოხატულობის მცირე კვალით. 
  M არტანუჯის ციხე მეტად შთამბეჭდავია. ციხიდან იშლება ვრცელი, ლამაზი პანორამა მდინარე არტანუჯისწყლის ხეობაზე.

 

ინფორმაცია მოამზადა ლევან წიქარიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის