ვაჩეძორი


galerea



aRwera

       ვაჩეძორის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, ნიაკომის წყლის ჭალაში, ნიაკომის ციხესა და სოფელ კეჩილს შორის. 
კომპლექსი მოიცავს წმინდა სტეფანეს გუმბათიან ეკლესიას და ათამდე ნაგებობას: დარბაზულ სამლოცველოებს, სამრეკლოს, სატრაპეზოს, სენაკებს და სხვა. 
      წმინდა სტეფანეს ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის საშუალო ზომის ნაგებობაა. გუმბათი ეყრდნობოდა ოთხ მსხვილ მრგვალ ბურჯს. ტაძარს დასავლეთიდან ებმის ორი სამლოცველო და ორსართულიანი სამრეკლო. მთავარი ტაძრის ბურჯებზე მხატვრობის კვალი დღემდეა შემორჩენილი. ტაძარი სტილისტური ნიშნებით IX საუკუნეს ეკუთვნის. 
მთავარი ტაძრის სამხრეთით მდებარეობს დიდი ოთხკუთხა მოგრძო ნაგებობა, რომლის დასავლეთის კედლის მხატვრობა კარგადაა შემორჩენილი. მონასტრის სხვა პატარა ეკლესიები დარბაზული ნაგებობებია. 
XX საუკუნის დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მონასტერში აღმოჩენილი XV საუკუნის ხელნაწერების მიხედვით შესაძლებელი გახდა ამ მონასტრის იდენტიფიკაცია. ამავე საბუთებშია მოხსენიებული ვაჩეძორთან დაკავშირებული ისტორიული პირები.
      მაღალი კლდეებით გარშემორტყმული ნიაკომის ხეობაში ხეხილის ბაღებში გაშენებული ვაჩეძორის მონასტერი  მეტად ლამაზია.

 

ინფორმაცია მოამზადა ლევან წიქარიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის