ორსაყდარი
galerea
aRwera
ორსაყდრის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს სოფელ გარდატენიდან აღმოსავლეთით, 2 კმ-ზე, მდინარე ვერეს მარჯვენა ნაპირზე. ეკლესია თარიღდება გვიანფეოდალური ხანით, ნაგებობა დარბაზული ტიპისაა, ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით, ასევე გამოყენებულია შირიმიც. ამჟამად ეკლესია საკმაოდ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, ასევე აღმოსავლეთისა და სამხრეთ ფასადის საპირე ქვები. ეკლესია ორი შესასვლელი ჰქონია: სამხრეთით, დასავლეთის მხარეს და დასავლეთით კედლის ცენტრში, ამჟამად დასავლეთის შესასვლელი გაუქმებულია. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკიდან ერთი საფეხურითაა ამაღლებული, აფსიდის ორივე მხარეს მცირე ზომის სათავსებია. დარბაზის კედლები წყვილი ორ საფეხურიანი პილასტრით იყოფა.