გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი


galerea



aRwera

       ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი მდებარეობს ქალაქ გორში, ლომოურის ქუჩის 7 ნომერში. ეს ეკლესია არის კათოლიკე მისიონერების მიერ აგებული. მნიშვნელოვანია ცნობა 1628 წლის 14 დეკემბრის, როდესაც ორი მისიონერი პადრი ამბროზიო და მორჩილი პეტრე გორს ეწვია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილით მეფე თეიმურაზ I-თვის გადასაცემად. თეიმურაზმა დიდი პატივით მიიღო. მადლიერების ნიშნად მათი თხოვნა დააკმაყოფილა: გორში ერთი სახლი, ერთი პატარა მართლმადიდებლური ეკლესია (სპარსთა ომისაგან დაზიანებული დიდად) რამოდენიმე სოფელი და ყმა უბოძა. 
          1632 წლისათვის მისიონერებმა გორში თეიმურაზის მიერ ნაბოძვარის ეკლესიის შეკეთება დაასრულეს და წმ. პეტრეს ეკლესია უწოდეს (მ. თამ. გვ. 116) ეკლესია ისეთი ლამაზი ყოფილა ყველას მოწონებას იმსახურებდა. მოგვიანებით მეფე თეიმურაზის კეთილგანწყობა მისიონერების მიმართ შეიცვალა, იმის გამო, რომ ხალხის ლათინთა სარწმუნოებისაკენ მიდრეკა დაიწყეს. მას შემდეგ ტაძარს არაერთხელ უცვლია სახე. 
          ამჟამინდელი ტაძარი აგებულია 1806-10 წწ. როგორც კათოლიკური ეკლესია. 1920 წ. ძლიერ დააზიანა მიწისძვრამ. საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში მოთავსებული იყო გორის სამუსიკო სკოლა. 1990-იან წწ. ტაძარი გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. 
          გორის საკათედრო ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ეკლესიაა (24 X 15,6 მ, სიმაღლე 25 მ), ნაგებია აგურით. ეკლესიას მაღალი, განიერი და სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთით აქვს. შენობის გეგმა ჩაწერილი ჯვარია, რომლის მკლავები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა წაგრძელებული. გუმბათის ყელი მდიდრულადაა გაფორმებული. ეკლესია გადახურულია მოთუთიებული თუნუქით. ინტერიერი მოხატულია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. 1950 წ. ინტერიერის კედლები შეათეთრეს, რამაც დაფარა მხატვრობა.