უფლისციხე


galerea



aRwera

    საქართველოში სამი უდიდესი კლდეში ნაკვეთი კომპლექსი არსებობს: უფლისციხე, დავით გარეჯი და ვარძია. ამათგან უძველესი უფლისციხეა.
       უფლისციხე მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქ.გორიდან 10კმ-ზე. გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივში. 9,5 ჰა-ს ფართობზე.
უფლისციხე საქართველოში ანტიკური ხანის ერთადერთი ძეგლია, რომელიც ამჟამად მიწის ზემოთაა შემორჩენილი. იგი წარმოადგენს ანტიკურ ქალაქას, რომელიც კლდეშია ნაკვეთი და აქვს ქუჩები, მოედნები, წყალსაწრეტი არხები, სხვადასხვა ნაგებობები, ოთხი კარიბჭე, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი და სხვა...
       ძვ.წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე უფლისციხის მიდამოები ერთ-ერთ ძლიერ თემს არსებული ბუნებრივი გამოქვაბულები საცხოვრებლად გამოუყენებია. ძვ.წ. X-VIსს.-ში უფლისციხე შიდა ქართლის გაბატონებული თემის ბელადის (უფლის) ციხეა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე -‘’უფლის”, ‘’ბელადის’’ ციხექალაქი. სიტყვა ‘’უფალი’’ უძველესია და თავიდანვე ღმერთს ნიშნავდა, მაგრამ კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მას საერო მნიშვნელობაც გაუჩნდა. აქედან წამოვიდა მეფე, მეუფე, ხელისუფალი. ’’ციხე’’ კი საცხოვრისის აღმნიშვნელი სიტყვა იყო, შემდეგ კი გამაგრებულ ადგილს მიესადაგა. 
       არსებობს ლეგენდა, რომ უფლისციხე მონების მიერაა აგებული. მონას აძლევდნენ წერაქვს, რომლის პირიც უბრალო ლითონის იყო დაფარული, ხოლო შემდეგ ძვირფასი ლითონი მოდიოდა. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ გაეცვითა უბრალო ლითონი, მერე საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს იღებდა. არქეოლოგიური მასალები ამტკიცებს, რომ აქ მოსახლეობა ძვ. წ. XVI-XV სს.-ში უკვე ცხოვრობდა, ხოლო ძვ.წ. X-VIსს.-ში უკვე სატაძრო ქალაქია, ახ.წ. I-III სს.-ში კი უკვე მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატგიული და ამავდროულად მნიშვნელოვანი წარმართული საკულტო ადგილია.
       საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IVს.30-იან წ.) უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ მაინც დარჩა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ.
       შუა საუკუნეებში უფლისციხე აყვავებული ციხექალაქია, მისი მოსახლეობა 20 000 კაცს აღწევს. მონღოლთა შემოსევების დროს (XIIIს.) ძლიერ დაზიანდა, ამის შემდეგ უფლისციხე, როგორც დიდი და ძლიერი ქალაქი აღარ არსებობდა. XVს.-ში უფლისციხე მონასტერი ყოფილა, ხოლო მომდევნო საუკუნეებში ნელ-ნელა მოსახლეობისგან დაიცალა. შემდეგ უფლისციხეს თავს აფარებდა მტრისგან აწიოკებული ახლო სოფლების მოსახლეობა. უკანასკნელ საუკუნეებში ნაქალაქარის დიდებულ ნანგრევებს დროდადრო მხოლოდ მწყემსები აფარებდნენ თავს. მათ მიერ დანთებული ცეცხლით გამურული ქვაბულები დღესაც ისე გამოიყურება.
       1920 წელს გორის შემოგარენში ძლიერი მიწისძვრა იყო, რამაც უფლისციხის კომპლექსი ნაწილობრივ დააზიანა.
        XXს.-ის მეორე ნახევარში არქეოლუგიურმა ექსპედიციებმა უნიკალური მასალები გამოავლინა, ასევე 6 მეტრის სიღრმეზე ნაპოვნი იქნა განძი - მძივები, ბრინჯაოს ბეჭდები, ჭურჭლის ფრაგმენტები და სხვა. მთავარი მაინც ტერაკოტის ქანდაკებაა, რომელიც ქალღმერთის გამოსახულებაა. დათარიღებულია ძვ.წ. IV-III სს.-ით განძის ხელოვნების მუზეუმში ინახება.
     უფლისციხე დაკავშირებული იყო აბრეშუმის გზასთან, აქ გადიოდა ეს გზა, ნაქალაქარში გზას მთელ სიგრძეზე დღესაც ეთყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი. 
უფლიასციხეში კვერნაქის ქედიდან გამოყვანილი იყო წყალსადენი, ასევე ციხე წყალს გვირაბის მეშვეობით იღებდა მტკვრიდან. 
      ნაქალაქარში შემორჩენილი ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი დარბაზები და ნაგებობები გამოირჩევა გეგმარებისა და არქიტექტული ფორმების გეომეტრიული სიზუსტით. ანტიკური თეატრონი (კესონებიანი დარბაზი) მდებარეობს ნაქალაქარის სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე. თარიღდება ახ.წ. II საუკუნით. მისი ჭერი დახვეწილი ორნამენტებითაა მორთული, შუაში არის სცენა, უკან იყო მაყურებელთა დასაჯდომი ადგილი, რომელიც 1920 წლის მიწისძვრამ დაანგრია. 
       აქედან ჩანს ძველი სოფელი უფლისციხე და მისი სახლების ნაშთები, სადაც ხალხი 1960-იან წლებამდე ცხოვრობდა, შემდეგ მდინარის გაღმა გადახლდა. მიზეზი კი ის იყო, რომ შემთხვევით აქ ერთმა მცხოვრებმა სამარხი აღმოაჩინა. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა სამარხემზე ცხოვრობდა.
თეატრონიდან ‘’თამარის დარბაზისაკენ’’ მიმავალ გზაზე გხვდება საპყრობილე, რომელიც 8,5 მეტრის სიღმის ორმოს წარმოადგენს. მდებარეობს მთავარ ქუჩაზე. ორმო ქვემოთ ვიწროვდება ისე, რომ პატიმარს დაჯდომა არ შეეძლო. რადგანაც ციხექალაქის მთავარ ქუჩაზე იყო, ყველა გამვლელი დაინახავდა ვინ იჯდა საპყროპილეში, ასე არცხვენდნენ პატიმარს.
         თამარის დარბაზს ეს სახელი თამარ მეფის საპატივცემლოდ დაარქვეს, თუმცა თამარს აქ არასოდეს უცხოვრია. დარბაზი თავდაპირველად განკუთვნილი იყო წარმართული ხანის საზეიმო საკულტო ცერემონიისთვის. დარბაზის ჭერს შუაში შედგმული ქონდა კლდეში გამოკვეთილი ორი სვეტი, რომელიც დღეს აღარ არსებობს, მოგვიანებით ჩრდილოეთ ნაწილში მარანი გაუკეთებიათ. დარბაზის ჭერი ძელური გადახურვის იმიტაციაა, გაჭრილია წრიული ფორმის ხვრელი, საიდანაც შემოდიოდა სინათლე და სავენტილაციო ფუნქციასაც ასრულებდა. 
         VI ს.-ის II ნახევარში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კლდეში გამოუკვეთიათ დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკა.
უფლისწულის ეკლესია, რომელიც ციხექალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დგას, Xს.-ის II ნახევარშია აგებული, სახელი უნდა ვივარაუდოთ, რომ მოდის თვით ქალაქის სახელიდანაც და ასევე უფლის სახელიდანაც. Uუფლისწულის ეკლესია წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას, რომელიც აგებულია კლდოვან საფუძველზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეკლესია ყოველგვარი საძირკვლის გარეშე თავად კლდეზეა აგებული და 1920 წლის მიწისძვრას გაუძლო. ამბობენ, რომ მშენებლობაში კვერცხის გულსაც იყენებდნენ, რაც კედლებს სიმტკიცეს აძლევდა. XIXს.-ის დასასრულს ტაძარი განუახლებიათ. XVIIIს.-ში სამხრეთ ნავის სახურავზე, შესასვლელის თავზე, დააშენეს სამრეკლო და აგურით მოაგეს ეკლესიის იატაკი. გადმოცემის თანახმად, ტაძრის ინტერიერი მოხატული ყოფილა Xს.-ის II ნახევრის ფრესკებით, რომელიც XIXს.-ში რუსებმა გადაათეთრეს. ტაძარი ბევრჯერაა დაზიანებული და შეკეთებული. მნიშვნელოვნად შეუკეთებიათ XVII-XVIII სს.-ში.
       ეკლესიის გარეთ არის შესაწირი ქვევრები. როცა ოჯახში ბავშვი იბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ და როცა მას 16 წელი შეუსრულდებოდა ეკლესიაში მოჰქონდათ და ქვევრსაც აქვე ტოვებდნენ. 
     გვირაბი უფლისციხის ერთ-ერთ შესასვლელს წარმოადგენდა. იგი კლდეშია ნაკვეთი და 41 მეტრის სიგრძისაა.ალყის დროს აქედან ამაგრებდნენ ქალაქს წყლითა და სანოვაგით.
ერთდროს დიდებული ციხე-ქალაქი დღეს ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმია.