ვერეს ციხე


galerea



aRwera

         ვერეს ციხე (აზრატის ციხე, ბერეს ციხე) დგას სოფელ გარდატენიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, მდინარე ტანის ხეობაში, მდინარე ვერეს ნაპირას. ციხეს ჩრდილოეთით ვერეს ხევი ჩამოუდის, ხოლო სამხრეთით ჭეჭელაანთ ხევი. ციხეზე გზა სწორედ ჭეჭელაანთ ხევიდან ადის, ვერეს ხეობიდან ციხეზე ასვლა ფაქტიურად შეუძლებელია.          

         ციხეს სტრატეგიულად საკმაოდ მოხერხებული მდებარეობა აქვს, აქედან კარგად ჩანს ტანას ხეობა, გორი და მისი შემოგარენი.          

         ვერეს ციხე IX-X საუკუნეებით თარიღდება. X საუკუნის მიწურულისათვის  ციხე კლდეკარის ერისთავების ბაღვაშთა მფლობელობაში გადავიდა. XI საუკუნიდან XVI საუკუნემდე   ციხე საქართველოს სამეფო სახლის განკარგულებაში იყო.          1554 წელს ვერეს ციხე აიღო შაჰ-თამაზმა, რითაც გზა გაიკვლია ტანას ხეობისაკენ და ატენის ციხისკენ, სადაც ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის დედა და თავად-აზნაურობა აფარებდა თავს.    

         XVII-XVIII  საუკუნეებში ციხე თავად ციციშვილების ხელში გადავიდა და ამ საგვარეულოს შთამომავლთა მნიშვნელოვან დასაყრდენად იქცა.   1638 წელს, სწორედ ამ ციხეში გამაგრდა როსტომ მეფის წინააღმდეგ აჯანყებული ქართლის თავადთა მეთაური ნოდარ ციციშვილი. მეფემ ალყა შემოარტყა ციხეს და აიღო კიდევაც, ხოლო აჯანყებულმა თავადებმა თავს გაქცევით უშველეს.          

       ციხე გეგმით წაგრძელებულია, ნაგებია რიყის ქვით, ამჟამად ციხე ძლიერ არის დაზიანებული, შიგნიდან ყველაფერი დაზიანებულია და ჩანგრეული, თუმცა უამრავი სათავსოს კვალი და ნანგრევია შემორჩენილი. ციხის აღმოსავლეთი და დასავლეთი მხაარები კოშკებით მთავრდება, აღმოსავლეთის კოშკი აღარ არის შემორჩენილი, ხოლო დასავლეთის კოშკი გეგმით უსწოროელიფსურია. ქვედა სართული ცილინდრული კამარით გადახურული გრძელი სათავსოა. ციხის მთავარ მოედანზე არის კიდევ ერთი პატარა სათავსო, რომელიც ან ხორბლის შესანახად, ან წყლის რეზერვურად გამოიყენებოდა.

 

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის