დაბის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია


galerea



aRwera

       წმინდა გიორგის სახელობის დაბის ეკლესია საქართველოში ერთ–ერთი უძველესი და უძლიერესი სალოცავია, რომელიც სამცხე-ჯავახეთის ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბურულ ტყეში ისეა შეყუჟული, როგორც ჩიტი საკუთარ ბუდეში და გზიდან არ მოჩანს. ტაძარს სანახევროდ გამოქვაბული ფარავს. დასავლეთის კარზე ამოკვეთილი წარწერა გვამცნობს რომ დაბის ეკლესია 1333 წელს გიორგი V ბრწყინვალის მოლარეთუხუცესს, ანუ ხაზინის უფროსს აუშენებია.
       ეკლესია დარბაზული ტიპისაა. მას ორი – ჩრდილოეთის და დასავლეთის შესასვლელი აქვს. პირველი სადაა, ხოლო მეორე, თავის სარკმელთან ერთად ორნამენტებითა და თაღოვანი ჩარჩოებით არის მორთული.
ეკლესიას კარები არ აქვს. არსებობს თქმულება, რომელიც გვამცნობს, რომ სალოცავისთვის კარი რამოდენიმეჯერ შეუბამთ, მაგრამ უშედეგოდ – ის ყოველთვის ვარდებოდა

 

ინფორმაცია მოამზადა  ლელა მარგიანმა

ფოტოები  -  ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის