აწყურის ციხე
galerea
aRwera
აწყურის ციხე, ფეოდალური ციხესიმაგრე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურთან, ბორჯომიდან 30 კმ-ში მდებარეობს. მატიანეში პირველად იხსენიება XI საუკუნის შუა წლებში.
აწყურის ციხე სამხრეთიდან იცავდა ბორჯომის ხეობას. XVI საუკუნის II ნახევარში ციხე ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს აწყურის ციხეს რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი შემოეწყო, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად განთავისუფლებულ იქნა ოსმალთა ბატონობისაგან.
აწყურის ციხის მშენებლებმა მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდის რელიეფი და შექმნეს სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა. ციხეში შესვლა კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით შეიძლება. შიდა ნაგებობა იმდენად ძნელად მისადგომი იყო, რომ მტერი გვირაბში შეჭრის შემდეგაც ვერ დაიმორჩილებდა ადვილად. ამჟამად ციხე მთლიანი ნაგებობა აღარ არის. შეინიშნება სხვადასხვა დროის მრავალი სამშენებლო ფენა.
აწყურის ციხე თითქმის ათასი წლის მანძილზე დგას და ბევრჯერ დანგრეულა, როგორც მტრის ხელით, ისე მიწისძვრებითაც.
ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის