მაცხოვრის სახელობის ეკლესია მულახში
galerea
aRwera
X ს-ის მაცხოვრის სახელობის ეკლესია სოფელ ჩვაბიანში მდებარეობს. ეკლესია ნაგებია თლილი ქვისგან. ეს არის მოდიდო ეკლესია ბაზილიკური რიგის, რომელსაც ეკვტერები ჰქონია სამივე მხარეს. ჩრდილოეთის ეკვტერი მოუშლიათ და ამ მხარეს ეხლა აუშენებიათ ახალი სამრეკლო. ფანჯრები ხუთია, ორი სამხრეთით და თითო სხვა კედრით. კანკელი ძველია, ქვისა, ხუთი კამარით.
აფსიდის კედელზე მოთავსებული ასომთავრულით შესრულებული ფრესკული წარწერა ვამცნობს, რომ ეკლესია აუშენებიათ და მოუხატავთ ვინმე ამროლასა და მიქაელის სახსრებით, ლაზარეს მამასახლისობისას, ბაგრატ III ზეობაში, იმ დროს, როცა ის მხოლოდ დასავლეთ საქართველოში მეფობდა, ე.ი. 978-1001 წ.წ.-ში.
X ს-ში მოუხატავთ მხოლოდ საკურთხევლის აფსიდი. კონქში წარმოდგენილია საზეიმო, რეპრეზენტაციული ხასიათის ქრისტეს დიდების კომპოზიცია - ქრისტე მთავარანგელოზთა ამალით, რომელიც IX-X საუკუნეებში ქართულ მონუმენტურ მხატვრობაში იყო გავრცელებული. კომპოზიცია შეიცავს წინასწარმეტყველთა ხილვის მოტივებს - სერობინის და ქერობინის გამოსახულებებს, რომელნიც უფლის საყდარს დარაჯობენ; ქრისტეს თავთან მფრინვალი ანგელოზებია.
XIII ს-ში ეკლესია ხელმეორედ მოუხატავთ. ამ დროს მიეკუთვნება აფსიდის შუბლზე წარმოდგენილი ვედრების კომპოზიცია. მოგვიანებითაა გადაწერილი მოციქულთა ფიგურები აფსიდის კედელზე.
ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა
ფოტოები - ლელა მარგიანის