თხოთის მთა წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია


galerea



aRwera

სოფ. აღაიანი მდებარეობს, კასპის მუნიციპალიტეტში, თბილისი-გორის ავტომაგისტრალის მარცხენა მხარეს. აღაიანის სამხ.-აღმ.-ით 2 კმ-ზე მდებარეობს თხოთის მთა, რომელიც ჰყოფს მდ.მტკვრის ხეობასა და მუხრანის დაბლობს, მისი აღმოსავლეთ კალთები კი მდ.ქსნისკენ ეშვება. თხოთის მთასთან დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი მეფის – მირიანისა და მზის დაბნელების ამბავი. ამ სასწაულის შემდეგ, ქრისტიანობის მიღების პირველსავე საუკუნეებში თხოთის მთის წვერზე აღუმართავთ სამლოცველო წმინდა ნინოს სახელზე. ამჟამად თხოთის მთის თავზე მდგომი ნინოწმინდის ეკლესია თარიღდება VII-VIII სს.-ით. თავდაპირველი სახით იგი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი იყო, ხოლო IX-X სს.-ის მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე. მხატვრობა თარიღდება X-XI სს.-ით. სამხ.-ის ფასადზე X-XI სს.-ის სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. ტაძარს შთამბეჭდავი ადგილი უკავია თხოთის მთის თავზე და აქედან ულამაზესი ხედი იშლება მდ.მტკვრის ხოების, მდ.ქსნის ხეობისა და მუხრანის დაბლობის მიმართულებით.

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის