აფხაზეთი
აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელსაც უკავია მდინარე ენგურსა და ფსოუს შორის მდებარე ტერიტორია. იგი რამდენიმე ისტორიულ ოლქს აერთიანებს: საძენი, ბზიფი, გუმა, შუა სოფელი, სამურზაყანო და წებელდა-დალი. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური აფხაზეთი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიის მომცველი იყო და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს.
აფსნი, აფხაზეთის სახელწოდება აფხაზურ ენაზე.
დღევანდელი აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც მოიცავს
გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის და სოხუმის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. 1993 წლიდან აფხაზეთის მთელი ტერიტორია (2008 წლამდე კოდორის ხეობის გამოკლებით) სეპარატისტული რეჟიმის კონტროლქვეშაა. ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი შეადგენს 8700 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – დაახლოებით 100-120 ათასს. ავტონომიის დედაქალაქია ქალაქი სოხუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 526 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: ქალაქი - 7: სოხუმი, ტყვარჩელი, გაგრა, გუდაუთა, გალი, ოჩამჩირე, ახალი ათონი. დაბა – 5: გულრიფში, ახალი ათონი, ბიჭვინთა, განთიადი, მიუსერა. სოფელი - 514. რეგიონის ხელსაყრელი მდებარეობის გამო, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, ჩვეულებრივ პირობებში შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ–ერთი ყველაზე განვითარებული მხარე. მაგრამ კონფლიქტის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა მისი სამრეწველო და სასოფლო–სამეურნეო ინფრასტრუქტურა. ამჟამად ფუნქციონირებს რამდენიმე მცირე საწარმო, რომლებიც ძირითადად ნედლეულის (ხე–ტყე, ქვანახშირი) რუსეთსა და თურქეთში გატანით არიან დაკავებულნი.