აჭარა
აჭარა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მესხეთის ნაწილს შეადგენდა. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც აჭარის ქვეყანა, აჭარის ჴევი ან ხეობა. იგი ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო აჭარა და ქვემო აჭარა. აჭარის ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა.
სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს - აჭი. შესაძლოა, რომ ორივე ეს სახელწოდება უკავშირდება "ჭანს" და ნიშნავს "საჭანოს".
1921 წლიდან აჭარას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი აქვს. მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების აჭარის და ლაზეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიას. რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი დროშა და გერბი.
აჭარა განლაგებულია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება გურია, აღმოსავლეთით-ახალციხე, სამხრეთით-კარჩხალის ქედი, დასავლეთით კი არსიანის მთა. ფართობი შეადგენს 2900 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – დაახლოებით 376 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე – 130 კაცს. ავტონომიის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 342 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
ქალაქი - 2: ბათუმი, ქობულეთი;
დაბა – 7: მახინჯაური, ჩაქვი, ოჩხამური, ქედა, ხელვაჩაური, შუახევი, ხულო.
სოფელი - 333.
აჭარა ძირითადად აგრარული რეგიონია, სადაც მისდევენ სუბტროპიკული კულტურების (ჩაი, ციტრუსები) მოყვანას. მნიშვნელოვანი დარგებია აგრეთვე: ნავთობის მრეწველობა, მანქანათ-მშენებლობა და ტურიზმი. ნავთობი მოედინება ბათუმიდან, რომელიც წარმოადგენს გაზსადენის ბოლო პუნქტს.
აჭარის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთებსა და ღრმა ხეობებს უჭირავს, ზღვისპირა ფართობი კი ქობულეთისა და კახაბრის ვაკე-დაბლობებს. მესხეთის, შავშეთისა და არსიანის ქედებს შორის განლაგებულია აჭარის ქვაბული. აჭარა გამოირჩევა ხელსაყრელი, თბილი ჰავით. აქ გვხვდება როგორც მთა, ასევე ვაკე ადგილები და ერთმანეთისაგან განსხვავებული ხეობები, ცხოველთა მრავალფეროვანი სამყარო, მრავალსაუკუნეოვანი არქეოლოგიური ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები: